ახალი მასწავლებელი

ჟაკ სილიერსი

გვინდა გაგაცნოთ ახალი ინგლისური ენის მასწავლებელი – ჟაკ სილიერსი. ჟაკი კვალიფიციური მასწავლებელია, მას აქვს როგორც უმცროსკლასელების, ისე უფროსკლასელების სწავლების 9 წლიანი გამოცდილება. ჟაკი ჩაატარებს გაკვეთილებს პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით მოსწავლეებთან. თუ მისი პირადად გაცნობის სურვილი გექნებათ, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენი შვილის დამრიგებელს და ჩანიშნოთ შეხვედრა ნებისმიერ პარასკევს.