აპრილი – დედა ენის თვე

BGS-ში აპრილი დედა ენის თვეა. სწორედ ამიტომ დაწყებითი საფეხურის ყველა ღონისძიება ქართულ ენაზე ჩატარდა და მიეძღვნა ქართულ ანბანს, დიდ ქართველ მეფეებსა და ქართულ მუსიკას.

პირველკლასელებმა ანბანი გააცილეს და არაჩვეულებრივი დადგმა ლაზარეს მოგზაურობა წარმოუდგინეს მაყურებელს.

14 აპრილს კი ამავე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ კითხვისა და კალიგრაფიის კონკურსი. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები.