ბაგინეთი

ბაგინეთი

VIII და IX კლასების მოსწავლეებს დიალოგების ფარგლებში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ ბაგინეთში.

დიალოგები არის სამი საგნის მიხედვით (ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება) შექმნილი ინტეგრირებული პროგრამა და არ გახლავთ ფაქტობრივი მასალის დასწავლა, ესა თუ ის თემა შუქდება სხვადასხვა კუთხით და მოსწავლეებს ეძლევათ განსჯის, ანალიზის საშუალება.

თემატიკა დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით და წარმართული პერიოდის ისტორიული რეტროსპექტივის შემდეგ მათ დაათვალიერიეს წინარექრისტიანული ხანის ძეგლები: წარმართული ტაძარი, აბანოები, დარბაზი, მარანი, აკლდამა.

მოსწავლეებმა ვიზუალური მასალის მიხედვით, ხელოვნების პედაგოგთან-ოლიკო უგრეხელიძესთან ერთად ადგილზევე შეაფასეს ეპოქისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.

ყველა მოიხიბლა არაჩვეულებრივი ხედით, შემოდგომის ფერებით გარემოცული ჯვარი და სვეტიცხოველი, მართლაც, არნახული სანახავი იყო.