BGS ონლაინ სწავლების ახალი შესაძლებლობების ძიებაში

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას ბევრი რამ შეიცვალა: თანამშრომელთა სამუშაო დროის ლიმიტი განუსაზღვრელი გახდა, გაკვეთილების დაგეგმვის ჩვეული რეჟიმი შეიცვალა, აუცილებელი გახდა ონლაინ პლატფორმების ეფექტური გამოყენება მოსწავლეთა მაქსიმალურად მაღალი ჩართულობის მისაღწევად.

ჩვენი სკოლის IT მენეჯერის, დავით ქარსელაძის მიერ დაიგეგმა ტრენინგები მასწავლებლებისათვის.

თითქმის ყოველდღიურად, ზოგჯერ გვიან ღამემდე მასწავლებლები მისი დახმარებით სულ ახალ ვირტუალურ შესაძლებლობებს ეუფლებოდნენ და მეორე დღეს გაკვეთილებზე იყენებდნენ.

ჩვენი საერთაშორისო პროგრამის მასწავლებლები კი Pearson-ის მიერ ორგანიზებულ ვებინარებს ესწრებოდნენ და შემდეგ უზიარებდნენ ყველას მიღებულ გამოცდილებას.

ამ აქტივობებმა დახვეწა ონლაინ გაკვეთილების ხარისხი.