ბრიტანული უნივერსიტეტი სტუმრად BGS-ში

14 ოქტომბერს BGS მოსწავლეებსა და ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
მოსწავლეები გაეცნენ ბრიტანულ უნივერსიტეტს, მის საბაკალავრო პროგრამებს და მიიღეს ინფორმაცია სასწავლო გრანტის მოპოვების გზების შესახებ.
ასევე, უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების სამსახურის ხელმძღვანელმა ჩაატარა სესია თემაზე, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესია და რას ნიშნავს იყო ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტი საქართველოში.
შეხვედრის დასრულებისას მხარეები შეთანხმდნენ BGS-ის მოსწავლეებისთვის მსგავსი ტიპის სემინარების მომავალშიც ჩატარებაზე და უნივერსიტეტის დებატების კლუბში მათ ჩართვაზე.