სკოლის კარნავალი

28 დეკემბერს ფუნიკულიორის რესტორნის ულამაზეს წვეულებათა დარბაზში სკოლის   კარნავალი ჩატარდა, რომელსაც    საბაზო და საშუალო  საფეხურის მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები დაესწრნენ. თითოეული კლასი წინასწარ მომზადებული ნომრით წარდგა; ჩატარდა თამაშები და კონკურსები; მოსწავლეები და თანამშრომლები ნომინაციების მიხედვით დაჯილდოვდნენ.

ვიზიტი ოპერისა და ბალეტის თეატრში

ვიზიტი ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში

დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლე დეკემბრის თვეში  აღდგენილ ოპერისა და ბალეტის თეატრს ეწვია,სადაც მოსწავლეებმა ოპერის მუზეუმი დაათვალიერეს და დაესწრნენ ბიზეს ოპერა  “კარმენის” რეპეტიციას.