სკოლის ფორმა
  • I-VIII კლასის მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სასკოლო ფორმით:
    • თეთრი პერანგი, ლურჯი პულოვერი ან ჟაკეტი სკოლის ლოგოთი და მუქი ფერის ფეხსაცმელი
  • IX-XII კლასის მოსწავლე იმოსება შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
    • გოგონებისთვის დასაშვებია თეთრი პერანგი ან მაისური, შავი ქვედა ბოლო, შარვალი ან კაბა, შავი პიჯაკი, პულოვერი ან ჟაკეტი
    • ვაჟებისთვის დასაშვებია თეთრი პერანგი ან მაისური, შავი შარვალი, შავი პიჯაკი, პულოვერი ან ჟაკეტი
  • დაუშვებელია გამომწვევი ან/და ვულგარული სამოსის ტარება;
  • აკრძალულია მოკლე შარვლის/კაბის (მუხლის ზემოთ 10 სმ) ტარება;
  • აკრძალულია სკოლაში გამოცხადება მკვეთრი მაკიაჟით და სამკაულებით.

სკოლის მიერ გამოცხადებულ განსაკუთრებულ დღეებში, როცა დაშვებულია თავისუფალი/სპეციალური ჩაცმულობა:

  • დაუშვებელია გამომწვევი ან/და ვულგარული სამოსის ტარება;
  • დაუშვებელია იმგვარი სამოსის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.