ჩვენ ვკითხულობთ “ვეფხისტყაოსანს”

სკოლაში გვესტუმრნენ ცნობილი გამომცემელი და პროექტის “ჩვენ და ვეფხისტყაოსანი” ავტორი, ქალბატონი მანანა კარტოზია და ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ავთანდილ არაბული.

სტუმრებმა ისაუბრეს „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობასა და უნიკალურობის შესახებ. ბატონმა ავთანდილმა უამბო მოსწავლეებს თავისი წიგნის -“მოგითხრობთ “ვეფხისტყაოსანს” შესახებ. ქალბატონმა მანანამ ძვირფასი წიგნები უსახსოვრა სკოლას.

დაწყებითი საფეხურის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა პროექტში “ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვასურათებთ “ვეფხისტყაოსანს”. მოსწავლეები ერთი თვის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა აქტივობაში: ეცნობოდნენ პოემის შინაარსს, ასურათებდნენ მათთვის საინტერესო ეპიზოდებს, თიხისაგან გამოძერწეს თინათინის გამეფების სცენა, გააკეთეს ეპიზოდის- ქაჯეთის ციხის აღება- ინსტალაცია.