ჩვენი ახალი მეგობარი ცოტნე

ჩვენი ახალი მეგობარი ცოტნე

14 თებერვალს სკოლას ჩვენი ახალი მეგობარი 10 წლის ცოტნე მოქუტიშვილი ესტუმრა.

მეოთხე კლასელებთან ერთად გატარებულმა კერამიკის გაკვეთილმა და შემდეგ მთელ დაწყებით საფეხურთან ერთად მოძრავ თამაშებში მონაწილეობამ ცოტნე ძალიან გაახალისა.

“ერთ დღეში, ერთ საათში, ცოტნესათვის გაღებულმა ამხელა სიყვარულმა შოკი მომგვარა“ – დამშვიდობებისას ამ სიტყვებით გამოხატა ემოცია ბატონმა გიორგი მიქუტიშვილმა.

მადლობას ვუხდით თითოეულ მოსწავლეს გულითადი მასპინძლობისათვის.