ჩვენი ბრიტანული კვალიფიკაციები

BGS-ში განსაკუთრებულად აღინიშნება ბრიტანეთიდან გამოგზავნილი საერთაშორისო გამოცდების სერტიფიკატების გადაცემა. წლევანდელი წელი ამ მხრივ განსაკუთრებული იყო, რადგან საგამოცდო ფორმატი შეცვლილი იყო და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი პედაგოგების ძალისხმევით BGS-ელებმა წელსაც წარმატებით ჩააბარეს ,,უჩვეულო” გამოცდები.
ღონისძიება ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ღია სივრცეში, სკოლის სპორტულ მოედანზე გაიმართა. მოწვეული იყო მხოლოდ თითო მშობელი.
სტუმრებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ. საგამოცდო ცენტრის ოფიცერმა ირმა ჯავაშვილმა მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ამ წარმატებას.