ჩვენი საქართველო

ჩვენი საქართველო

VI კლასის მოსწავლეებს საგნის ,,ჩვენი საქართველოს’’ ფარგლებში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუში.

მიმოხილვითი მასალის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი სახლები, საყოფაცხოვრებო ნივთები, გაეცნენ ძველ ტრადიციებს. მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნანახმა.