ჩვენი სკოლის ანსამბლის წარმატება

ჩვენი სკოლის ანსამბლის წარმატება

2016 წლის 25 დეკემბერს ფილარმონიის საკოცერტო დარბაზში ფოლკლორის ასოციაციის ინიციატივით ხალხური შემოქმედების ფესტივალი გაიმართა.

საქართველოს 20 -მდე სკოლა წარსდგა მაყურებლის წინაშე. BGS-ის საცეკვაო ანსამბლმა „BGS“ დიდი მოწონება დაიმსახურა და საპატიო სიგელითაც დაჯილდოვდა. დაგვიანებით ვულოცავთ ჩვენს 24 მოსწავლესა და მათ ქორეოგრაფ გიორგი კოკელაძეს ამ სასიამოვნო წარმატებას.