ეკოცნობიერება – მწვანე საფარის მნიშვნელობა.

Green Project

წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის I-a კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სოციალური პროექტი “ეკოცნობიერება – მწვანე საფარის მნიშვნელობა”.

  • პროექტის ფარგლებში:
    მოსწავლეებმა დაათვალიერეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია – წიწვოვანი ხეებით დაფარული მინი ტყე;
  • გამოთქვეს სურვილი მეტი ინფორმაცია მიეღოთ ტყის მნიშვნელობაზე და მონაწილეობა მიეღოთ დანაგვიანებული ტყის დასუფთავებაში;
  • მოისმინეს ვაჟა-ფშაველას მოთხრობა – “ტყე ტიროდა”;
  • ნახეს ვიდეო რგოლი (გადაცემა – გარემოს დაცვის მსოფლიო დღე – World Environment Day – გადაცემა “ეკოვიზია” – “Ecovision” TV Show);
  • მოისმინეს მინი ლექცია;
  • კლასი დაიყო სამ ჯგუფად. თითოეულმა ჯგუფმა დაწერა ზღაპარი ტყის “გულისტკივილზე”, დაურთო ილუსრტაცია და შექმნა წიგნი;
  • “როგორ გავაცინოთ ტყე”? – ამ პრობლემის გადასაჭრელად პატარა ბუნებისდამცველებმა დაასუფთავეს ტერიტორია;
  • პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლოა, შემოქმედებითობა);
  • მოსწავლეებმა პროექტის საშუალებით თავი მოუყარეს წინარე ცოდნას, შეიძინეს ახალი და აიმაღლეს სამოქალაქო და ეკოცნობიერება.