ექსკურსია დმანისში

ექსკურსია დმანისში

VII კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან ირმა ჯავაშვილთან ერთად იმყოფებოდა სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ქვემო ქართლში. ბავშვებმა მოინახულეს ბოლნისის სიონი, დმანისის ნაქალაქარი (მუზეუმ-ნაკრძალი) და დმანისის არქეოლოგიური ცენტრი.

თითოეული მეშვიდეკლასელისთვის ამაღელვებელი და საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ამ მნიშვნელოვანი ძეგლების გაცნობა. შემოდგომის მზიანი დღე მდინარე მაშავერის ნაპირზე გამართული მხიარული, სპორტული აქტივობებით დაგვირგვინდა.