გასეირნება ძველ თბილისში და მთაწმინდაზე

აპრილში ქართული კულტურის საგნის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე გასვლითი ღონისძიება. მეხუთე კლასის მოსწავლეებმა გაისეირნეს ძველ თბილისში, დაათვალიერეს სხვადასხვა აღმსარებლობის საკულტო ნაგებობები, მოილოცეს ქვემო და ზემო ბეთლემისა და მეტეხის ტაძრები, აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ქუჩები და შენობები.

მეოთხე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს, იქვე წაიკითხეს ამონარიდები მათი თხზულებებიდან, ლექსები და აფორიზმები, რომლებიც მათ დამრიგებელის, რუსუდან დოლიძის დახმარებით დაისწავლეს.