გასვლითი გაკვეთილი

IX კლასს გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდა ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოქროს ფონდი და მოისმინეს მინი-ლექცია საქართველოს უძველესი ისტორიის შესახებ, შემდეგ კი ოკუპაციის მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც გაეცნენ უახლესი ისტორიის ტრაგიკულ მოვლენებს. გაიმართა საინტერესო დისკუსიაც.

VIII, IX, X, XI კლასების მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილი დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ჩაუტარდა. .მათ დაათვალიერეს იტალიური რენესანსის უდიდესი ოსტატის, ბოტიჩელის ,,ვენერა’’ და კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის ციფრული რეპროდუქცია.