ღია კარის დღე

ღია კარის დღე

დაინტერესებული მშობლებისა და ბავშვებისათვის BGS-ში ღია კარის დღე ჩატარდა. სტუმრებს ჩვენმა მოხალისე მოსწავლეებმა და ადმინისტრაციის წევრებმა უმასპინძლეს. დოქტორმა გრინფილდმა მშობლებს წარუდგინა პრეზენტაცია, ესაუბრა მათ ჩვენი სკოლის ექსკლუზიურობის შესახებ.

მომავალი პირველი კლასის დამრიგებელმა, რუსუდან დოლიძემ და ხელოვნების მასწავლებელმა ხათუნა ფიფიამ ბავშვებს სახალისო აქტივობები მოუმზადეს. იმედი გვაქვს, რომ სტუმრებმა ისიამოვნეს ვიზიტით. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ღონისძიების ორგანიზებაში, განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მოხალისე მოსწავლეებს.