ჰიბრიდული სწავლების მოდელი

9 მარტიდან BGS-ში სწავლების ჰიბრიდული მოდელი დაინერგა. განათლების სამინისტროს ბრძანებით, მშობელი იღებს გადაწყვეტილებას – თავისი შვილისათვის საკლასო თუ დისტანციური სწავლების რეჟიმს ირჩევს. დღეისათვის 23 მოსწავლე ონლაინ სწავლების რეჟიმზეა. ყველა საკლასო ოთახი აღიჭურვა სპეციალური კომპიუტერული აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა მასწავლებელი თანაბრად ეკონტაქტოს როგორც კლასში მყოფ, ისე სახლიდან კომპიუტერით ჩართულ მოსწავლეს. ეს პროექტი სკოლისათვის როგორც ფინანსურად, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ წარმატებით განხორციელდა. BGS-თვის ხომ მთავარი ჩვენი მოსწავლეების სრულფასოვან განათლებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.