IV კლასის ღია გაკვეთილი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში

2017 წლის 18 მაისს IV კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს შემოქმედებითი წერის ღია გაკვეთილი-სალონი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში. მუზეუმის დირექტორმა მოსწავლეებს დაათვალიერებინა დიდი მხატვრის სახლ-მუზეუმი, ესაუბრა მის შემოქმედებაზე.

ღია გაკვეთილი-სალონი შესავალი სიტყვით გახსნა სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ. შემდგომ პედაგოგმა მანანა ბეგიაშვილმა მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინა რამდენიმე იმპროვიზირებული სავარჯიშო (ასოციაციური რუკა, ეპითეტები, გაცოცხლებული ნახატები); მოსწავლეებმა წაიკითხეს საკუთარი მინიატურები და ნოველები.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს თავად ბავშვებმა. დასასრულს მათ მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადეს მუზეუმის დირექციას და იმპროვიზირებული მინიატურები მიუძღვნეს ელენე ახვლედიანსა და მის შემოქმედებას.