ხელოვნების სასახლე

დაწყებითი საფეხურის მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეებმა ხელოვნების სასახლე დაათვალიერეს, ეს არის XIX საუკუნის გოთიკური სტილის შენობა.

მესამე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში „ქართული ანიმაცია“, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა კი დაამზადეს ხელსახოცისაგან თოჯინები პროექტის „ქართული კუკნები“ ფარგლებში.