მხიარულ-ბრაზიანი ბატონები

3 მაისს II და III კლასის მოსწავლეები შეხვდნენ ეთნომუსიკოლოგსა და საბავშვო მწერალს მაია გელაშვილს. სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო თავისი წიგნი „მხიარულ-ბრაზიანი ბატონები“.

წიგნში მხატვრული სახით გადმოცემულია საყმაწვილო სახადის-ბატონების მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ტრადიციები, თუ როგორ ხვდებოდნენ და ისტუმრებდნენ მათ. მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს გურული და იმერული იავნანა.