მოსწავლეთა პირველი კონფერენცია BGS-ში

მოსწავლეთა პირველი კონფერენცია BGS-ში

2018 წლის 19-20 აპრილს ჩატარდა BGS-ის დაარსებიდან 15 წლისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა პირველი კონფერენცია. მოსწავლეთა მოხსენებები ეხებოდა საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, სახელოვნებო სფეროებს. კონფერენციაზე მოისმინეს 15 მოსწავლის 24 მოხსენება. კონფერენციის თეზისები დასტამბულია.
ჟიურიმ გამოავლინა 5 გამარჯვებული: ანასტასია კეკელიძე (X კლასი), ნინი ქირიკაშვილი (IX კლასი), ელენე ლეკვეიშვილი (IX კლასი), ანასტასია ნათბილაძე (VIII კლასი), ჯული სამეჰი (IX კლასი).

BGS-ის მოსწავლეთა პირველი კონფერენციის აღსანიშნავად, სკოლისაგან საჩუქრად, კონფერენციის ყველა მომხსენებელი და 5 გამარჯვებული მოსწავლის სამეცნიერო ხელმძღვანელი 28-29 აპრილს გაემგზავრება 2 დღიან ექსკურსიაზე ქუთაისი-წყალტუბოს ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად.

BGS ულოცავს ყველა მოსწავლეს და მომავალ წარმატებას უსურვებს !!!