ნათლისღება

ჩვენი სკოლის მე-6 კლასელებმა ნათლისღება მიულოცეს საქველმოქმედო ფონდის – “მომავლის გზა” დღის ცენტრის სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა.

მასპინძლებმა თავიანთი ნაკეთობები დაათვალიერებინეს და დაინტერესებულ სტუმრებს ასწავლეს კიდეც ლამაზი სამაჯურების დაწნა. ბუნებრივია, ყველას ძალიან გაუხარდა საჩუქრები, მაგრამ მათ განსაკუთრებით მოეწონათ ჩვენი მოსწავლეების მიერ გაკეთებული მისალოცი ბარათები და წერილები.