პირველი ალფა და მეორე ალფას შეპირებული წარმოდგენები

19 იანვარს ინგლისურის პედაგოგმა ანა ჩაგანავამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად ორი ინგლისურენოვანი სპექტაკლი წარმოადგინა: მონსტრი (პირველი ალფა) და ფიფქია და სამი ჯუჯა (მეორე ალფა).

პირველ და მეორეკლასელებმა თავიანთი არტისტულობითა და დახვეწილი ინგლისურით მაყურებელი აღაფრთოვანა.

მადლობას მოვახსენებთ ანა ჩაგანავას,რომელმაც ასეთი არაჩვეულებრივი სიურპრიზი მოუმზადა “ბიჯიესელებს”.