„ქვიდიჩის“ ინტელექტუალური თამაში

„ქვიდიჩის“ ინტელექტუალური თამაში

ჩვენი სკოლის ხუთმა ნიჭიერმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა „ქვიდიჩის“ ინტელექტუალურ თამაშში, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა კომპანიამ „ინგლისური წიგნი“. ჩვენმა მოსწავლეებმა საუკეთესოდ წარადგინეს სკოლა და შთამბეჭდავად ითამაშეს!

ოთხი დაძაბული რაუნდის შემდეგ, ისინი ფინალში გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ფინალში ჩვენი გუნდი იყო ერთადერთი გუნდი, რომელმაც ყველა შეკითხვას სწორად გასცა პასუხი გარდა ბოლო შეკითხვისა – რამაც ისინი მესამე ადგილზე გაიყვანა. BGS ამაყობს მისი მოსწავლეებით და მათ წარმატებას უსურვებს.