საერთაშორისო გამოცდები

Edexcel-ის 2017 წლის ზაფხულის საგამოცდო სესია 29 აპრილს დაიწყო და 26 ივნისს დასრულდა. შედეგები აგვისტოში გახდება ცნობილი. ამჯერად, განსაკუთრებული სტუმარი გვყავდა – უილიამ გრიფიტსი – პროფესიონალი რაგბისტი, უელსის ეროვნული ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე, რომელმაც სასკოლო გამოცდები ჩვენს სკოლაში ჩააბარა.

მოსწავლეებს ძალიან გაუხარდათ უილიამის გაცნობა. მადლობის ნიშნად, უილიამმა სკოლას საკუთარი რაგბის მაისური უსახსოვრა, რომელზეც ჩვენი სტუმრისა და მისი თანაგუნდელების ხელმოწერებია.