საცდელი გამოცდები

მარტში IGCSE-ის, AS და A level-ის საცდელი გამოცდები ჩატარდა. ტესტები შემოწმებული და შეფასებულია. ყველა საგნის მასწავლებელს შეხვდნენ საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ეკა კვაჭანტირაძე, საგამოცდო ოფიცერი ირმა ჯავაშვილი და განიხილეს მათ მიერ დაწერილი შეფასებები. ამის შემდეგ, საგნის მასწავლებლებმა ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლესთან განიხილეს მათი ნაშრომები. ახლა მოსწავლეებმა იციან რა საკითხების გამეორება სჭირდებათ, მასწავლებლებმა კი რაზე გაამახვილონ ყურადღება მოსწავლეების მოსამზადებლად.