სექტემბრის გასვლითი ექსკურსიები დაწყებით საფეხურზე

სექტემბრის გასვლითი ექსკურსიები დაწყებით საფეხურზე

ყოველწლიურად მოსწავლეები მოუთმენლად ელიან საშემოდგომო ექსკურსიებს.

2018-2019 სასწავლო წელიც, ტრადიციულად, ხალისითა და სიხარულით დაიწყო: პირველკლასელებმა ბოტანიკური ბაღი მოინახულეს, მეორე და მეხუთე კლასელებმა სვეტიცხოვლისა და სამთავროს სიწმინდეები მოილოცეს, მესამე კლასელებს საგურამოში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა, მეოთხე კლასი კი ხელოვნების პედაგოგ ოლღა უგრეხელიძის ინიციატივით ბაგინეთს ეწვია.