სწავლა შეიძლება სახალისოც იყოს

თებერვლის ბოლოს მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები “ექსპერიმენტორიუმს” ეწვივნენ. ექსპერიმენტორიუმი სახალისო მეცნიერებათა მუზეუმია. ექსპერიმენტორიუმის გიდმა საბუნებისმეტყველო საგნებში ნასწავლი თეორიები მოსწავლეების თვალწინ გააცოცხლა და კანონებიც დაამტკიცა.

მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენ გიდს, მის შეკითხვებს პასუხობდნენ და ამავდროულად კარგადაც იხალისეს. ეს გახლდათ  ძალიან  სახალისო და შემეცნებითი  გასვლითი აქტივობა.