სტუმრობა ზოოპარკში

სექტემბრიდან პირველკლასელები მონაწილეობას იღებენ პროექტში “სამყარო მშვენიერია”, რომელიც ქართული კულტურის საფუძვლების პედაგოგ ელენე მეფურიშვილისა და  ხელოვნების მასწავლებლების ნინო ციციშილისა და ხათუნა ფიფიას ხელმძღვანელობით ხორციელდება.

სწორედ ამ პროექტის  შედეგია  არაჩვეულებრივი პანო, რომელზეც გამოსახულია სამყაროს შექმნა.  ჩვენი  პლანეტის მრავალფეროვნების გასაცნობად პირველკლასელებს  ზოოპარკში  ჩაუტარდათ გასვლითი  გაკვეთილი.