მარადიული რომი

V კლასის მოსწავლეებმა დიმიტრი შევერდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დაათვალიერეს უძველესი 33 სკულპტურული ნამუშევარი. ექსპოზიციამ “მარადიული რომი” მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მშობელთა კლუბი

18 თებერვალს მშობელთა კლუბის წარმომადგენლებს შეხვდათ ecoscope-ს დამფუძნებელი გიორგი ბუჯიაშვილი, რომელმაც ისაუბრა საინტერესო აქტივობებსა და საზაფხულო ბანაკებზე, რომელსაც ზემოაღნიშნული ორგანიზაცია ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს სთავაზობს. დაინტერესებულ მშობლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოიძიონ შემდეგ მისამართზე: www.ecoscope.ge