ტრადიცია გრძელდება

წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართულ სკოლაში უკვე მეხუთე წელია ერთსა და იმავე დროს ტარდება ყოველწლიური საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მთელი სკოლა იღებს მონაწილეობას. ეს არის განსაკუთრებული დღე BGS-ელებისათვის, ერთდროულად სახალისო და ძალიან სასარგებლო პროექტი. ვეხმარებით ჩვენს “შვილობილს” ცერებრალური დამბლით დაავადებულ 7 წლის ზუკა მეფარიშვილს.

ეს დღე ტრადიციულად ჩვენი მოსწავლის, ნიკა მესხის ხსოვნას ეძღვნება.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ აქციის მონაწილე სტუმრებს: ყველასთვის ცნობილ ზალიკო სულაკაურს, სახალისო მეცნიერებათა მუზეუმის-“ექსპერიმენტორიუმის” დირექტორს, ელენე ბაბაკიშვილსა და იაპონისტს, ორიგამის სპეციალისტს, ნინო შაქარაშვილს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ მშობლებს.