წმინდა გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლა გილოცავთ გიორგობას!

მოეწყო ღია კარის დღე პირველკლასელთა მშობლებისათვის. მშობლები დღის განმავლობაში გაკვეთილებს დაესწრნენ. დღის ბოლოს მათთვის პირველკლასელებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს.

უფროსკლასელებისათვის მოეწყო ჭადრაკის ტურნირი, რომელშიც გაიმარჯვა მე-6 კლასის მოსწავლემ გიორგი ონიანმა. ასევე ჩატარდა ინტელექტუალური თამაში – რა? სად? როდის? გაიმარჯვა მე-9 კლასის და მე-6 კლასის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა.

სადღესასწაულო დღე დასრულდა ჩვენი სკოლის წიგნების პრეზენტაციით.

“ცოცხალი ორგანიზმების დასურათებული ლექსიკონი” და “ჩემი სკოლის სკოლის წიგნი”.
მე-6, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ნამდვილი დღესასწაული მოგვიწყვეს, მათ ,,შემოდგომის ნობათით” გააწყვეს და მორთეს ულამაზესი სუფრა და გულუხვად გაუმასპინძლდნენ მთელ სკოლას.