ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტებთან

ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტებთან
BGS აგრძელებს ურთიერთთანამშრომლობის პროცესს საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცესთან.

ჩვენმა სკოლამ დეკემბერში ორ უნივერსიტეტთან გააფორმა მემორანდუმი: 12 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU) და 13 დეკემბერს წმინდა გიორგის უნივერსიტეტთან.

მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • სკოლის მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების ჩატარება (თემატური ლექციები, პროექტები, ბანაკები);
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების მოწყობა (ტრენინგები, გადამზადების კურსები, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები);
  • სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების გაზიარება-დანერგვა.