ვემშვიდობებით XII კლასელებს

ვემშვიდობებით XII კლასელებს

15 ივლისს ღია ცის ქვეშ – BGS-ს სტადიონზე სკოლის დამამთავრებელი ღონისძიება ჩატარდა. წლევანდელი სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორმა ეკა კვაჭანტირაძემ, ემერიტუს დირექტორმა ქრისტოფერ გრინფილდმა, ინგლისში ჩვენი მეგობარი სკოლის – ლეიტონ პარკის დირექტორმა ნაიჯელ უილიამსმა, საქართველოს პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ,ჩვენი XII კლასელის მშობელმა მაკა ჯაშმა და კლასის დამრიგებელმა ოლია უგრეხელიძემ. მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის სახალისოა, მაგრამ, ამავდროულად, ნაღვლიანი. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს!

ამავე საღამოზე საბაზო და საშუალო საფეხურის წლის საუკეთესო მასწავლებლად ირმა ჯავაშვილი, ხოლო საუკეთესო მოსწავლედ ნინი გაფრინდაშვილი (VI კლ.) დასახელდნენ.

საღამო უგემრიელესი ტორტითა და ულამაზესი ფოიერვერკით დაგვირგვინდა!