111111111111
33333
222222
previous arrow
next arrow

ჩვენს შესახებ

თბილისის წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლა (BGS) პირველი ბრიტანული ორიენტაციის სასწავლებელია საქართველოში. იგი 2003 წელს “ბრითიშ ქონექშენის” სახელწოდებით დაარსდა. სკოლამ 2013 წელს შეიცვალა სახელი, გახდა ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) წევრი და საერთაშორისო სკოლის სტატუსი მიენიჭა. ამჟამად სკოლა ზოგადი განათლების სამსავე საფეხურს მოიცავს: დაწყებითს, საბაზოსა და საშუალოს.

დირექტორი გვამცნობს

ბიჯიესში კიდევ ერთი სასწავლო წელი დასრულდა, კიდევ ერთი ჯგუფი შეემატა კურსდამთავრებულთა რიგებს.

ბრიტანული საერთაშორისო გამოცდები 2 წლიანი შეფერხების შემდეგ ჩვენს საგამოცდო ცენტრში ჩატარდა. მეექვსეკლასელებმა პირველად ბიჯიესის ისტორიაში iPrimary–ის გამოცდები ჩააბარეს.

პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ჩვენი მოსწავლეებისათვის ხალისიანი გარემოს შექმნა პრიორიტეტული იყო ბიჯიესის მთელი გუნდისათვის. სწორედ ამას ემსახურებოდა მოსწავლეებისათვის დაგეგმილი აქტივობები: მოსწავლეებმა სპექტაკლები და ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები წარმოადგინეს, მთაწმინდის ფერდობზე ხეები დარგეს, სკაუტური მოძრაობის აქტიური წევრები გახდნენ, რამდენიმე სტუმარს უმასპინძლეს, საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს, დაბოლოს წელი სკოლის დამამთავრებელი ღონისძიებით დაასრულეს.

აი, ამდენი რამ მოხდა ბიჯიესში. განაგრძე კითხვა და ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ . . .

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ

სიახლეები

 ჩვენი პარტნიორები

BGS საერთაშორისო საგამოცდო ორგანიზაციის – Pearson Edexcel International Examination Centre – ერთადერთი რეგისტრირებული წევრია საქართველოში და სარგებლობს უფლებით, საკუთარ მოსწავლეებს ჩაუტაროს საერთაშორისო საატესტატო (IGCSE) და უნივერსიტეტში მისაღები (A Level) გამოცდები ქვეყნიდან გაუსვლელად, საკუთარ ტერიტორიაზე. ვრცლად …