BGS-ში კლუბების მუშაობა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება, ამიტომ მათი ჩამონათვალი ყოველწლიურად იზრდება.

დრამის კლუბი

ბიჯიესში მუშაობს დრამის კლუბი, რომელშიც III–XI კლასის მოსწავლეები არიან ჩართული. იგეგმება როგორც დრამატული, ისე მუსიკალური სპექტაკლების დადგმა.

მშობელთა კლუბი

ბიჯიესში არსებობს მშობელთა კლუბი, რომლის მიზანია მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში და თანამშრომლობა სკოლის ადმინისტრაციასთან. ყველა კლასიდან შერჩეულია 2 წარმომადგენელი-მშობელი. მშობელთა კლუბის ყოველთვიური შეხვედრები იმართება თვის ბოლო ხუთშაბათს.

ვოკალის კლუბი

სკოლა ეპატიჟება კარგი ვოკალური მონაცემების მქონე მოსწავლეებს ვოკალის კლუბში.

ქართული და თანამედროვე ცეკვის კლუბები

ჩვენი სკოლის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული ცეკვის ანსამბლი ,,BGS გრემი’’ 2014 წლიდან ფუნქციონირებს. კვირაში ორჯერ მათ მეცადინეობებს ეთმობა ჩვენი სკოლის სარკეებიანი ოთახი. ანსამბლი მუდმივად მონაწილეობს კონცერტებსა და ფოლკლორულ ფესტივალებში, მიღებული აქვს დიპლომები და ჯილდოები:

ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია „დავითიანის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალი – ლაურეატი; (Georgian Folklore Development International Association – Laureate);

კავკასიის ხალხთა III ფოლკლორული ფესტივალი (ბაქო) – ლაურეატი;

ასოციაცია „ჯადოსნური ხმები“-ს მიერ ორგანიზებული ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საბავშვო-საყმაწვილო საქველმოქმედო ფესტივალი „საქართველოს მომავალი“ – ლაურეატი.

ბალეტის კლუბი

მოსწავლეებს მე-3- დან მე-11 კლასის ჩათვლით სკოლა სთავაზობს გაერთიანდნენ კლასიკური და თანამედროვე ბალეტის კლუბში.

საფეხბურთო კლუბი

სკოლის საფეხბურთო კლუბი “Lions” 2016 წელს შეიქმნა, რომელშიც IV, V, VI, VII, VIII კლასების ბიჭები არიან გაერთიანებული. ყოველი პარასკევის დღის მეორე ნახევარი მათ ვარჯიშს ეთმობა ჩვენი უნივერსალური სტადიონი. “Lions”-მა უკვე ჩაატარა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა (“ახალი სკოლა”, “ევროპული სკოლა”, “ათინათი“,“იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი“, “ბრიტანული საერთაშორისო სკოლა თბილისში“) და სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდი ყველგან ლიდერობდა.

BGS-ში მუშაობაობას იწყებს ესპანური ენის შემსწავლელი კლუბი და იწვევს V–XII კლასის მოსწავლეებს. კლუბში მოსწავლეები ესპანური ენის ცნობილ სპეციალისტებთან იმეცადინებენ.

დამატებითი შეთავაზებები

ძირითადი საგნების გარდა, მოსწავლეებს შემოქმედებითი და სხვა ტიპის განმავითარებელი მეცადინეობებიც უტარდებათ: მუსიკა, ხატვა, სიმღერა, კერამიკა, ჭადრაკი, კარატე და ცეკვა. მათ ასევე შეუძლიათ სხვა ფიზიკურ აქტივობებშიც მიიღონ მონაწილეობა (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და მაგიდის ჩოგბურთი).

უკვე 2 წელია BGS-ში „დიალოგების“ პროექტი მუშაობს, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა აზროვნების უნარის განვითარებას და სწორი ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბებას. სკოლის სხვადასხვა საფეხურზე შეხვედრები შემდეგი თემატიკით წარიმართება: I-V კლასები – მე და სამყარო; VI – VII კლასები – სიბრძნის სიყვარული; VIII – IX კლასები – ნაციონალური იდენტობა; X – XI კლასი – თანამედროვე გამოწვევები. გაკვეთილები სრულად ინტერაქტიულია.

მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაში ტარდება საგნობრივი გასვლითი გაკვეთილები და ექსკურსიები, ეწყობა ორკვირიანი გასვლები სამთო-სათხილამურო კურორტებზე და ყოველწლიურად იგეგმება ერთთვიანი გამგზავრება ინგლისის საზაფხულო სკოლებში სკოლის წარმომადგენლის თანხლებით.

სკოლა უზრუნველყოფს მასწავლებელთა სტაჟირებასა და მოსწავლეთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას ინგლისის ორ წამყვან სკოლასთან – სიდკოტთან და ლეიტონპარკთან.